ზოგადი დებულებები წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში - „წესები“) არეგულირებს ვებგვერდით და პროდუქციის შეძენის პირობებს. ვებგვერდზე შეკვეთის განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება აღნიშნულ წესებს.
პროდუქცია და შეკვეთა • ვებგვერდზე წარმოდგენილი კერამიკული ნაკეთობები დამზადებულია ბუნებრივი თიხისგან. ხელით დამუშავების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა ფაქტურასა და ტონალობაში იყოს უმნიშვნელო, ბუნებრივი განსხვავებები. • შეკვეთა ითვლება დადასტურებულად მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სრულად გადაიხდის პროდუქციის ღირებულებას და მიიღებს დასტურს ელექტრონულ ფოსტაზე ან SMS შეტყობინებით.
ფასები და გადახდა • ვებგვერდზე მითითებული ყველა ფასი მოცემულია ეროვნულ ვალუტაში (ლარი) კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. • გადახდა ხორციელდება საბანკო ბარათის ან გადარიცხვის საშუალებით.
მიწოდების პირობები • პროდუქციის მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით. • მარაგში არსებული ნივთების მიწოდება თბილისის მასშტაბით ხდება 3-5 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში 7-10 სამუშაო დღეში. • შეკვეთით დამზადებული ნივთების მიწოდება თბილისის მასშტაბით ხდება 7-10 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში 10-15 სამუშაო დღეში. • მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მიწოდების ვადების ათვლა იწყება შეკვეთის დადასტურების დღიდან. შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები არ ითვლება სამუშაო დღეებად. • ინდივიდუალური ან B2B შეკვეთების დამზადებისა და მიწოდების ვადები თანხმდება ცალკე.
დაბრუნებისა და გაცვლის პოლიტიკა • „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე პროდუქციის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. • პროდუქტის დაბრუნებისას ის უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობაში, დაუზიანებელი და ორიგინალ შეფუთვაში. • დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს მომხმარებელი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტი წუნდებულია ან არ შეესაბამება შეკვეთას). • გამონაკლისი: ინდივიდუალური დიზაინით ან სპეციალური შეკვეთით დამზადებული ნივთები (მათ შორის, ექსკლუზიური B2B პროდუქცია) დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მათ არ აღენიშნებათ ქარხნული წუნი.