კერამიკო ვინ ვართ ჩვენ
კერამიკო არის თანამედროვე ქართული კერამიკული ბრენდი, რომელიც 15 წელია ბაზარზეა და ქმნის დიზაინზე დაფუძნებულ, ფუნქციურ და ესთეტიკურ კერამიკას.
ბრენდის მიზანია ბუნებრივი მასალისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმით შექმნას გამორჩეული კერამიკული პროდუქტები.
ჩვენი ისტორია
კერამიკოს ისტორია წლების წინ დაიწყო. დღეს საწარმო უზრუნველყოფს კერამიკული პროდუქციის წარმოების სრულ ციკლს, ნედლი თიხის დამუშავებიდან, ჩამოსხმითა და გამოწვით დაწყებული, საბოლოო მხატვრული და დეკორატიული დამუშავებით დასრულებული.
ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას ექსკლუზიური კერამიკის ღვინის ბოთლების დამზადება წარმოადგენს. კერამიკო ამარაგებს მრავალ ღვინის კომპანიას, რომელთაც სურთ საკუთარი პროდუქციის პრემიუმ ხარისხისა და გამორჩეული დიზაინის შეფუთვით წარდგენა.
წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ტექნიკური რესურსი საშუალებას გვაძლევს, მუდმივად გავაფართოოთ წარმოება და შევთავაზოთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, მრავალფეროვანი კერამიკული ნაკეთობები.
საქმიანობის მიმართულებები
B2B მიმართულება - ინდუსტრიული და პროფესიული წარმოება
-
ღვინის ინდუსტრიისთვის: ექსკლუზიური კერამიკული ბოთლები და ჭურჭელი.
-
HoReCa სექტორისთვის: სპეციალიზებული ჭურჭელი რესტორნების, სასტუმროებისა და კაფეებისთვის.
-
მზა დიზაინის კოლექციები: პროფესიული სივრცეებისათვის ადაპტირებული ხაზი.
-
ინდივიდუალური წარმოება: პროდუქციის დამზადება დამკვეთის ბრენდის კონცეფციასა და სპეციფიკაზე მორგებით.